ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევას ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შოთაძის კანდიდატურა მისთვის მისაღებია და მოსაწონია.
„უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. ვფიქრობ, კარგი კანდიდატურაა ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ პიროვნება არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ რეფომრებს ვატარებთ. მთავარი არ არის არც ის, რასაც აკრიტიკებენ - პროკურორის არჩევის წესი. ამბობდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა მომხდარიყო მთავარი პროკურორის არჩევა. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და მას 6 წელი ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს, ძალიან მიზანმიმართული და სწორია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები






