ომბუდსმენი 16 წლამდე პირებისთვის ქორწინების შეზღუდვას მიესალმება
პოლიტიკა - 11:08, 28 Nov, 2015     1158

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერას, რომელიც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი. ცვლილების მიხედვით, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი იცვლება იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ცვლილების საბოლოო დამტკიცებით, გაუქმდება დღეს მოქმედი მშობლის თანხმობის წესი, რომელიც პრაქტიკაში ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წინადადება კიდევ უფრო დახვეწა და არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება დაზუსტდა.

წინადადების მომზადებას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად უდევს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანგრძლივი შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ასევე, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და გენდერული თანასწორობის სფეროში წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა.

შეიძლება ვისაუბროთ, რომ საზოგადოება მზად არ არის ამგვარი ცვლილების განსახორციელებლად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბები და პრობლემის სიმძაფრე. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას, თუმცა გვსურს ხაზი გავუსვათ ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის პრინციპებს, რომლებიც მიგვითითებენ ბავშვების/გოგონების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც უპირატესია საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებსა თუ პრაქტიკებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42