2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა და ის 155 მილიონი ლარით შემცირდა
პოლიტიკა - 09:44, 28 Nov, 2015     1588
პარლამენტმა 84 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120.0 მლნ ლარით იზრდება და 7 520 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, 45.0 მლნ ლარით იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები. სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის, 185 მლნ ლარით მცირდება სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები, ხოლო 108.0 მლნ ლარით მცირდება საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები.

წარმოდგენილი ცვლილებებით:

-ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 96.0 მლნ ლარით, „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით;

-რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 64.0 მლნ ლარით, ამასთან საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3.0 მლნ ლარით;

-სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში მცირდება 5.0 მლნ ლარით (მათ შორის ლიზინგის ვალდებულების დასაფინანსებლად ემატება 4.0 მლნ ლარი, ხოლო ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (WB) მცირდება 9.0 მლნ ლარით);

-15.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით („საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით, სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე).

-15.0 მლნ ლარით იზრდება „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი“, რაც გამოწვეულია წინა წლებში საერთაშორისო დავების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1986 წლის კლასიფიკაციის მიხედვით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტის მაჩვენებელი უცვლელი რჩება.

საერთო ჯამში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 155 მილიონი ლარით შემცირდა და ის 9 მილიარდ 745 მილიონს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42