„ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ ახლახანს თბილისში ჩემი ვიზიტისას, გამონახეთ დრო შეხვედრისათვის. დიდად ვაფასებ თქვენს გულწრფელ შეფასებას ჩვენს მიერ განხილული მრავალი საკითხისადმი. საქართელოს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით შთამბეჭდავია ასეთი პროგრესის ნახვა; პროგრესის, რომელიც ვიმედოვნებ მომავალშიც მნიშვნელოვნად გაგრძელდება.
ასევე მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთავრობას აბრეშუმის გზის გამორჩეული ფორუმის მასპინძლობა. ღონისძიებამ დაამტკიცა, რომ საქართელო შეიძლება იყოს გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის ცენტრი რეგიონში. ამერიკა ამ პროექტის ძლიერი მხარდამჭერია.
თქვენმა განცხადებამ, რომ საქართველომ შეიძლება შეასრულოს რეგიონში სტაბილურობის გარანტისა და აშშ-ის კომპანიების ჭეშმარიტი პარტნიორის ფუნქცია, განსაკუთრებული მოწოდება დაიმსახურა. განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს ინტერესს ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისადმი, რაც ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას მოემსახურება.
ვიმედოვნებ ვიხილავ მეტ ამერიკულ კომპანიას ქართულ ბაზარზე, რაც იქნება ძლიერი გზავნილი ინვესტორებისადმი, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისათვის საუცხოო ადგილია.
მოუთმენლად ველი მეტ ინფორმაციას იმ მეწარმეობის სამიტის შესახებ, რომელიც თქვენ ჩვენი შეხვედრისას ახსენეთ. მე ამ ინფორმაციას აშშ-ის დაინტერესებულ კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს მივაწვდი“, - აღნიშნულია ბრიუს ენდრიუსის მადლობის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






