შოთაძე პირობას დებს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე საზოგადოებას და საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციას თავად მიაწვდის.
„ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას. ვაპირებ პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობის გაგძელებას, სამართლიანობის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას და გაძლიერებას. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს. გამომდინარე იქიდან რომ პარლამენტმა ამირჩია, ჩემი ანგარიშვალდებულება საკანონმდებლო დონეზე გაზრდილია. მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა, რომ საინტერესო ინფორმაცია მიიღონ პროკურატურისგან და მათ შორის ჩემგან“, - განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 15-მა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






