საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, შოთაძისგან პროკურატურაში დადებით ცვლილებებს ელოდება.
ის დადებითად აფასებს ასევე იმ ფაქტს, რომ მთავარი პროკურორი პარლამენტის მიერ იქნება არჩეული.
„6 წელი პროკურორს ხმას ვერავინ გასცემს უბატონოდ და თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია. დიდი ხანი არაა, რაც ირაკლი ვიცნობ, თუმცა საფუძველი მაქვს იმისა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა ცვლილებები უნდა განახორციელოს და მისი ახალგაზრდული ასაკი მომგებიანია. მისი საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს პროკურატურის რეფორმაზე.
პროკურატურას კვალიფიციური კადრების სიმცირე ტანჯავს. ბატონო ირაკლი, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ 6 წლის თავზე კვალიფიციური პროკურორები გვყავდეს. თქვენ შეგიძლიათ პარლამენტის იმედი გქონდეთ პროკურატურის რეფორმაში“, - განაცხადა სანიკიძემ.
პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი დღეს უნდა უყაროს.
მასალის გამოყენების პირობები






