"პროკურატურა იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ბესელიამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ"
პოლიტიკა - 15:09, 27 Nov, 2015     1179
საკანონმდებლო ორგანოში გენპროკურირის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილავა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატმა ეკა ბესელიმ ირაკლი შოთაძის მხარდამჭერი განცხადებება გააკეთა და პროკურატურის გახსნილობას გაუსვა ხაზი. ბესელიას საპასუხოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეკა ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა თქვენთან, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ".
ირმა ნადირაშვილი გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობის საკითხსაც შეეხო და დარბაზში მყოფ შოთაზეს უთხრა, რომ მას ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
"თქვენი მმართველობისას ვერასოდეს გავიგებთ, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა "ნარუშილოვკებით", რამდენი ტელეფონია ჩართული, როგორ მიიღო უჩა მამაცაშვილმა ერთ ლარად ქონება, როგორ ააფეთქა ივანიშვილმა საყდრისი, ვინ ატვირთა ვიდეოები უკრაინულ საიტებზე და ვინ არის ჰაკიმ ფაშა. ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, მართალია. უწყება იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ქალბატონმა ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ. უმრავლესობა გეუბნებათ, რომ თქვენ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდებით, ეს არ მიკვრის, რადგან თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდნენ ყაჩაღები - რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას", - მიმართა ირაკლი შოთაძეს ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42