ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 14:36, 27 Nov, 2015     913

საქართველო, როგორც წარმატების მაგალითი ისევე საინტერესოა ევროპისთვის, როგორიც ჩვენთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს ევროპული სტანდარტების დანერგვას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციას. მიმდინარე წელს ევროკომისრის მეორე ვიზიტს საქართველოში, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი დიდ მხარდაჭერად აფასებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და მთავრობა მზად არის, წვლილი შეიტანოს ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება ევროკავშირის წარმატებაც, ვინაიდან საქართველო, როგორც წარმატების მაგალითი, ისევე საინტერესოა ევროპისთვის, როგორიც ჩვენთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამ პროცესს პირადად ვაკონტროლებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო რეფორმების უწყვეტი პროცესის მნიშვნელობას, რაც საქართველოს დემოკრატიზაციის რეალური გზა და ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმაა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დადებითი ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. ევროკომისართან ვისაუბრეთ ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, საქართველო გახდეს ე.წ რეგიონული „ჰაბი“ და არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისართან შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ევროკავშირის გვერდით დგას და, აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მზად არის ევროკავშირთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფასდაუდებელი როლი საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42