პენსიის 20 ლარით მომატებას 84 მილიონი ლარი სჭირდება, როცა რესურსი გაცილებით დიდია - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:33, 27 Nov, 2015     1446

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პენსიების 20 ლარიანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ პარტია წამოწყებულ კამპანიას შეწყვეტს. პირიქით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოითხოვს პენსიები 50 ლარით გაიზარდოს, ვინაიდან ბიუჯეტს ამის რესურსი აქვს.

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დღემდე ორჯერ შეიტანა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი და არცერთ მათგანში გათვალისწინებული არ ყოფილა პენსიების მატება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არც გეგმავდნენ აღნიშნულს, რომ არა ჩვენი აქტივობა, რომელიც პენსიების გაზრდის მოთხოვნით დავიწყეთ.

ჩვენ ეს კამპანია დავიწყებთ პირველ რიგში იმიტომ, რომ მედიკამენტებსა და სურსათზე ფასები ძალიან მომატებულია ლარის დევალვაციის გამო. პენსიონერები ის ხალხია, რომელიც ყველაზე მეტად მოიხმარს მედიკამენტებს, ამიტომ, რადგან პენსია ფასებს ვერ ეწევა, ბუნებრივია ჩვენ ვთქვით, რომ პენსია უნდა გაიზარდოს.

რატომ 50 ლარით? კარგად იცით, რომ 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიის ხარჯი 456 მილიონი ლარითაა გაზრდილი, აქ არ შედის ახალი მანქანების შესყიდვა და კომფორტის მოწყობა, ესაა მხოლოდ შრომის ანაზღაურება. ამიტომ, თუკი ხელისუფლების პოლიტიკური ნება არსებობს და შეუძლიათ ქამრების რეალურად შემოჭერა, მაშინ საკმარისი რესურსია, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ჩვენი შეფასება იმ განცხადებაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, არის მარტივი - უბრალოდ მათ არ უნდათ მოიკლონ დანამატები და პრემიები. თორემ, საკმარისი რესურსია და ეს ჩვენ დასაბუთებულადაც დავუდეთ მათ. მხოლოდ 20 ლარით მომატებას,84 მილიონი ლარი სჭირდება, როცა რესურსი გაცილებით დიდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას და ზეწოლას ხელისუფლებაზე. რომ არა ეს ზეწოლა, აღნიშნული 20 ლარიანი მატებაც არ იქნებოდა.

ახლა რაც შეეხება საკითხს, ეს ხომ არ დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას? - არა. საუბარი რომ იყოს ეკონომიკიდან დამატებითი სახსრების ამოღებაზე, მაშინ შეიძლებოდა ასეთი ეჭვი გვქონოდა. სინამდვილეში აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ფული, შრომის ანაზღაურების სახით გამოვა ბაზარზე თუ პენსიის სახით, ეს ფული მაინც გამოდის, ამიტომ ამას ეკონომიკისთვის დამანგრეველი სახე არ აქვს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42