„რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის გაფუჭებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას ეხებოდა, თბილისის მერი კომენტარს არ აკეთებს.
"ჩემი მოადგილე მუშაობდა ამ საკითხზე და მან გააკეთა კომენტარი. დამატებით კომენტარს აღარ საჭიროებს. კომენტარი გაკეთებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ 13 ივნიის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მათთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს პერდიოში მიიღებენ.
შეგახსენებთ, „კურიერის“ ეთერში გუშინ გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება საწყობებში ფუჭდება. მათი ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი საწყობი დიღომში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






