ექს-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების ჩანაფიქრით, 2016 წლისთვის მასწავლებელთა ხელფასი არა 600 ლარი არამედ 1 000 უნდა გამხდარიყო.
„2012 წელს პედაგოგის საშუალო ხელფასი 380 ლარი იყო, თუმცა მასწავლებელთა არც თუ მცირე რადოდენობა, 1 000 ლარს იღებდა. ქართულმა ოცნებამ კი წინა ხელისუფლების ეს პროექტი გააჩერა, რომელიც 1000-ლარიანი პედაგოგების არსებობას ითვალსიწინებდა.
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არცერთ პედაგოგს, 1 000 ლარიანი ხელფასი არ დანიშვნია. ჩვენი ამოცანა კი იყო, რომ მასწავლებლს საშუალო ხელფასი 2016 წლისთვის ათასი ლარი გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ წინა ხელისუფლების ეს პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა“- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
როგორც „ნიუპოსტთან“ შაშკინმა განმარტა, ლარის დევალვაციის გათვალსიწინებით პედაგოგებს ხელფასი არ მოემატათ, არამედ შეიძლება ითქვას დააკლდა კიდეც.
„ლარის დევალვაციის პირობებში, ყველა პედაგოგმა დაკარგა ხელფასის 35-40 %, შესაბამისად ამ გარემოების გათვალისწინებით მასწავლებლები იღებენ ბევრად ნაკლებს, ვიდრე 2012 - ში. წინა ხელისუფლებისა და მმართველი ძალის მიდგომა პედაგოგებთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ვეხმარებოდით, ჩვენი მზანი იყო სკოლებში პროფესიონალი, მაღალი კლასის პედაგოგები ყოფილიყვნენ, რომლებიც გადიოდნენ შესაბამის ტესტიორებებს და ჰქონდათ შესაბამისი მაღალი ანაზღაურება. „ქართულმა ოცნებამ“ ტესტირებისა და გადამზადების საშუალება მოსპო, ათეული ლარით გაზარდა ხელფასი, რომელიც ფაქტობრივად შეჭამა დევალვაციამ“- დასძინა განათლების ყოფილმა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2016 წლის აპრილიდან პედაგოგების ხელფასი იზრდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, "2015 წლის 1 აპრილიდან პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო და მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 405 ლარი გახდება.
განათლების მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან პედაგოგების ხელფასი საშუალოდ 600-700 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






