"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გიორგი ვაშაძე და გიორგი თედორაძე ამ წუთებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ პენსიონერებს ხვედიან.
ოპოზიციონერები ადგილობრივებს პენსიის 50 ლარით გაზრდის რეალურ შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე ესაუბრებიან.
როგორც ვაშაძე ამბობს, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ხელისუფლება უარს იტყვის პრემიებზე, ფუფუნებასა და დანამატებზე, რისთისაც მომავალი წლის ბიუჯეტში 420 მილიონი ლარია გამოყოფილი.
"კარგია, რომ ჩვენმა აქტივობამ შედეგი გამოიღო და დღეს 20 ლარით გაიზარდა პენსია, თუმცა რატომ 20-ით და არა 50-ით? და რატომ მომავალი წის პირველი ივლისიდან და არა პირველი იანვრიდან"? - იკითხა ვაშაძემ.
"გემუდარებით იბრძოლეთ, რომ ესენი, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას" -ამ თხოვნით უპასუხა " ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ოზურგეთელმა პენსიონერებმა.
როგორც გიორგი ვაშაძემ „ნიუპოსთან“ საუბრისას აღნიშნა, პარტია მსგავს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მაშტაბით გამართავს და აუცილებლად გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, რადგან პენსისს ზრდა არა 20, არამეედ 50 ლარით მოხდეს.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






