საქართველოს პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდნენ. გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისარმა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს სიტყვით მიმართეს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, საქართველო შენდება, როგორც ევროპული სახელმწიფო.
"საქართველო ამ პასუხისმგებლობით აქტირუად ავითარებს თავის პოლიტიკას გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, პასუხისმგებლიანი ქვეყნის და პასუხისმგებლიანი მოთამაშის თვალსაზრისით. იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლებზეც მე ვისაუბრე, ჩვენი საარსებო გარემო და არეალი არ არის მშვიდი, ამაზე მეტყველებს, თუნდაც ტრაგიკული ტერორისტული აქტები. მიუხედავად ამ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს.
მე მინდა გითხრათ, რომ ასოცრიების ხელშეკრულება საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი გახდა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები. ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ასევე იმ რეგულაციების დანერგვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის პროცესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ეს რეალურად გავლენას მოხადენს, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. ფაქტიურად იგივე სლოგანია, რაც ჩვენ 2015 წელს ნატოსთან მიმართებაში დავაფუძნეთ. საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი უფრო აქტიურად ევროპულ პროცესში და ევროპა უნდა იყოს წარმოდგენლი უფრო აქტიურად საქართველოში. ამ ნაბიჯებით ჩვენ ვიმოძრავებთ წინ, წინ იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნისკენ, რომელიც ამ რეფორმების, ამ ძალიან რაციონალური და განსაზღვრული პოლიტიკის კონტექსტში, საქართველოს თავის ისტორიულ და გეოსტრატეგიულ მიზნამდე - ევროპის წევრობამდე მიიყვანს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ასევე თანამშრომლობა და აქტიური ჩართულობა ჩვენი საზოგადოებების და განსაკუთრებით საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის", - ამბობს პრეზიდენტი,
პრეზიდენტმა „მილენიუმ ჩელენჯის“ პროექტზც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად ანალოგიური მნიშვნელოვანი მასშტაბის ევროპულ საგანმანათლებლო პროექტს შექმნის.
"ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ. ეს არის „მილენიუმ ჩელენჯის“ პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკული სტანდარტის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ანალოგიური მნიშვნელოვანი მასშტაბის ევროპულ საგანმანათლებლო პროექტს შევქმნნით, რომელიც წინ წასწევს იმ ბუნებრივ კავშირებს რომელიც არსებობს, ჩვენს როგორც ინტელექტუალურ წრეებში, ასევე ახალგაზრდებს შორის. და ბოლოს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ავითარებს თავის სახლემწიფოებრიობას ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფს ევროპული პოლიტიკის გაღრმავებას არამარტო საქართველოს თვალსაზრისით, არამედ რეგიონის თვალსაზრისით. მე მინდა ძალიან ნათლად გითხრათ თქვენც და ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც რომ ის წარმატება, რომელსაც საქართველო მიაღწევს, იქნება და არის ევროპული წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონში და რეგიონის მიღმა”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






