"ყველა საფუძველია იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი"
პოლიტიკა - 10:15, 27 Nov, 2015     1130

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი მიიღო. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისართან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მყარი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს ოპტიმისტური მოლოდინები გააჩნდეს.

„ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, მეგობრული და ოპტიმიზმით სავსე. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. კომისრის ინფორმაციით, ყველა ვინც ჩართული იყო მონიტორინგში არის სრულად ინფორმირებული იმის თაობაზე თუ რა გაკეთდა საქართველოში. ყველა ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგებით, ამიტომ ყველა საფუძველია იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე წარმატებისთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცედურულ საკითხებზეც ისაუბრა და მისი შემდგომი ეტაპები განმარტა.

„პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - ტექნიკური მხარე ორ კვირაში დასრულდება და აქ რაიმე გართულებას არ ველით. შემდგომ არის პოლიტიკური მხარე და ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ასევე დადებითი იქნება, თუმცა შესაძლოა იყოს საჭირო კიდევ დამატებითი მუშაობა, იმისთვის რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა წრეებს, მოსახლეობას ქონდეთ სრული რწმენა იმისა, რომ საქართველოს სახით ისინი შეიძენენ პარტნიორს და არა პრობლემას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე ევროკომისარი მომავალი არჩევნების მზადების წინა პროცესებითაც დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა და არჩევნების წინ ადრეულ ეტაპზე მონიტორინგის მისიის საქართველოში ჩამოსვლა ითხოვა.

„ევროპელ სტუმარს მოვახსენე, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა დიდი ხანია საუბრობს. ეს იქნება არსებული სისტემის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა, ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. ასევე სხვა ნოვაციები, მაგალითად ის, რომ პარლამენტში იხილება კონკრეტული კანონპროექტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით და გარკვეული მოთხოვნებია იმისათვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტში გაცილებით უკეთ ვიდრე არის დღეს. მოვახსენე ისიც, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში რაც შეიძლება ადრე ჩამობრძანდნენ გრძელვადიანი მონიტორები, იქნება ეს ეუთოს თუ ევროკავშირის ხაზით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი წერეთელი დაესწრნენ. ევროკომისარი საქართველოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42