ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო პენსიის ზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნებს ეხმაურება.
როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი უწყების ბიუჯეტი 96 მილიონი ლარით იზრდება. მინისტრის ინფორმაციით, ეს თანხა ჯანდაცვას მოხმარდება.
"არ არსებობს ქვეყანაში უფრო დიდი ღირებულება, იდრე ადამიანის ჯანმრთელობაა. ჯანდაცვაში დახარჯული ფული არ არის უბრალოდ დახარჯული ფული, არამედ ის არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში. დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ახმოვანებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელია, უნდა იყოს არა პოპულისტური, არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული. ჩვენ შევასრულებთ ბიუჯეტის იმ კანონს, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი", - განმარტა დავით სერგეენკომ.
პენსიების მატებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს. როგორც ენმ-ში ამბობენ, თუ მთავრობა პრემიებისა და დანამატებს შეამცირებს , ასევე შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა გაჩნდება და მომავალი წლიდან პენსიონერებს შეეძლებათ 50 ლარით გაზრდილი პენიის აღება.
მასალის გამოყენების პირობები






