ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა მწვანეთა პარტიიდან თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას გაუძლო.
“გვაქვს დადებითი სიგნალები, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლოს ამ საქმესთან დაკავშირებით დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას გაუძლო და გვაჩვენა დამოუკიდებლობა. სწორედ ამას უნდა დავუჭიროთ ჩვენ მხარი. ევროპარლამენტის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, რომ ჩვენი ერთობის ნაწილი გახდნენ“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ჰაუტალა დარწმუნებულია, რომ რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება და შედეგიც იქნება.
„ასევე მჯერა, რომ სასამართლო სისტემის ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, რეფორმა გრძელდება. რუსთავი 2-ის საქმეს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა დავინახოთ, რომ მედიაპლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში გამოწვევები კიდევ არსებობს ”- აღნიშნა მან.
ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის წარმომადგენელმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება საქართველოს პოლიტიკის ნაკლებად პოზიტიური შედეგებზე გაამახვილა მან იქვე აღნიშნა, რომ “ ყირიმის უკანონო ანექსიამ საქართველოში უზარმაზარი დაძაბულობა და შიში გააჩინა, რამაც საქართველო დასავლურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სტრუქტურებთან დააახლოვა“.
მისი თქმით, საქართველო NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში და სხვა მისიებში.
ფოტიგა საქართველოს პოლიტიკის ნაკლებად პოზიტიური შედეგებიის კონტექტშიო რუსთავი 2 - ის ირგვლის მიმდინარე პროცესებს ასახელებს.
„ გამოხატვის თავისუფლების საკითხი და რუსთავი 2-ის საქმე. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, იმედი მაქვს ამ კუთხით ცვლილებები იქნება. ასევე მინდა, ვისაუბრო ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე - ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებული არიან. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ცვლილებები იქნება. მტკიცედ ვუჭერ მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ”
ევროპარლამენტის ჯგუფ "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" წარმომადგენელი ხავიერ ნარტი ყურადღბას ყოიფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე ამახვილებს.
“ფორბსის უმდიდრესი ადამიანების სიის მოწინავე პოზიციებზე მყოფი ადამიანის ბიზნესინტერესები საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. თუკი საქართველოს მთავრობის წევრებს შევხედავთ, დავინახავთ რომ მინისტრები, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ქართუ ბანკში მუშაობდნენ - სწორედ ამ ბანკს ფლობს ქვეყნის უმდიდრესი პიროვნება საქართველოს ექსპრემიერი. მეორე - არ არსებობს დემოკრატია გამოხატვის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე. მე მინდა, შევეხო რუსთავი 2-ის საქმეს, მე ჩვენ ქართველ პარტნიორებს ვეტყოდი რომ რუსთავი ორის საქმე არის სამართლიანობის ლაკმუსის ქაღალდი, პოლიტიკოსებმა მართლმსაჯულების სისტემას უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს თავისი საქმე. ვიცით, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, ძალიან კარგი, მაგრამ მაინც აკლია სასამართლოს სანდოობა და მედიას თავისუფლება. ეს საკითხები უნდა გაღრმავდეს” - თქვა მან.
სტრასბურგში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატების მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მკაცრი განცხადება გააკეთა ედუარდ კუკანმაც.
ევროპარლამენტარმა ხელისუფლებას მოუწოდა „პოლიტიკური ბრძოლებისთვის პარლამენტი გამოიყენონ და არა ციხე“.
“ დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავიანთი პოლიტიკური ბრძოლებისთვის პარლამენტი გამოიყენონ და არა ციხე ან წინასწარი პატიმრობები. უნდა იყოს კანონის უზენაესობის და სამართლიანი დემოკრატიული პროცესების მკაფიო ხაზები. ”
ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იარომირ შტეტინამ პლენარულ სესიაზე საქართველოში იოსებ სტალინის რეინკარნაციის სურვილზე გაამახვილა ყურადღება.
“საქართველოში ვიყავი, როდესაც გამსახურდიასა და შევარდნაძის რეჟიმები შეიცვალა. ამიტომაც, ძალიან ვაფასებ, რომ ხელისუფლების ბოლო ცვლილება დემოკრატიული არჩევნების საშუალებით მოხდა. ახლანდელი მცდელობები, მოხდეს იოსებ სტალინის რეინკარნაცია, ძეგლების, მონუმენტების დადგმა, აქციები წარსულის ტვირთია. ასევე შერჩევითი სამართალი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება არის წარსულის გახსენება. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ აქ, ევროპარლამენტში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტალინს შეადარა... წარსულის გახსენებაა მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის არაჯანსაღი, დაძაბული ურთიერთობა. ასევე მიუღებელი პროცესები დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი, ხომ ასეა? ქალბატონებო და ბატონებო, გასულ დეკემბერს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოვახდინეთ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიის პრინციპებზე მკაცრ დაკვირვებას. ვუსურვებ საქართველოს სიძლიერეს. გვჭირდება კონსოლიდირებული პოლიტიკური გარემო“ - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
მასალის გამოყენების პირობები






