უმრავლესობა პასუხებით კმაყოფილია, ენმ-სთვის შოთაძე "ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელია"
პოლიტიკა - 19:01, 26 Nov, 2015     1557
"ნაციონალურმა მოძრაობა" მთავარი პროკურობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს "ქართული ოცნების" დავალების შემსრულებელს" უწოდებს, მმართველ პარტიაში კი თვლიან, რომ ენმ-ს ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა აშინებს.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, "შოთაძე ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელია."

“შოთაძე არის ჩვეულებრივი დავალების შემსრულებელი ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის. ის არისქართული ოცნების დავალების შემსრულებელი. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გაიჭედა ძალიან ბევრ კითხვაში. მან ვერ გასცა პასუხი რატომ არ არის საქმე აღძრული უშუალოდ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, რატომ არ არის დაკითხული აქიმიძე და დვალი, ასევე ბიძინა ივანიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, იგივე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სამი ახალგაზრდის დაკავებაზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, პროკურატურა რჩება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის განმახორციელებლად.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მოსაზრებას, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა აშინებს.

როგორც ქანთარიამ უმრავლესობის ფორმატში ირაკლი შოთაძესთან შეხვედრისას განაცხადა, უმცირესობის დღევანდელ სხდომაზე ეს კარგად გამოჩნდა.

"ეტყობა მათ აქვთ შიში იმისა, რომ კიდევ არის დანაშაულთა წყობა, რაზეც საქმე აღძრული არ არის, უნდათ თავიანთი აქტიურობით ამის გადაფარვა, რომ შემდეგ ეს შერჩევით სამართალად გაასაღონ. ხომ არ გაგიჩენთ ეს კომპლექსს, იმოქმედოთ თამამად და გაბედულად?", - მიმართა შოთაძეს ნუკრი ქანთარიამ.

პასუხად შოთაძემ განაცხადა, რომ უმცირესობასთან გამართული შეხვედრა მის მომავალ საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფერხებს.

"აბსურდულ ფაქტებზე ისაუბრეს. ეს შეხვედრა ჩემს მომავალ საქმიანობაში ვერნაირად ვერ შემაფერხებს", - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის მთავარ პროკურორობას მიაესალმება უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი მანანა კობახიძე.

„შოთაძემ შეძლო, რომ ეპასუხა ამომწურავად, მისი პასუხები, რომელიც მან პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრების დასმულ შეკითხვებს გასცა, არის დამაკმაყოფილებელი. ბუნებრივია პროკურატურაში არის გამოწვევები, აუცილებელია კადრების გადახალისება, აუცილებელია კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის ამაღლება,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა უსმენს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42