პეტრე ცისკარიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოძიებით დაინტერესდა.
მან შოთაძეს ლალი ბიწოშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ის ქართულ ოცნებასრაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა.
"თქვენ ორი ასეთი სპეცოპერაცია დადგით: პირველი ციხის კადრები, მეორე ეს ბავშვის საზარელი მკვლელობა იმიტომ, რომ არჩევნებში გაგემარჯვათ. ვერ დადგინდა სიმართლე, ვერ იძიებთ ამ საქმეს. თავისთავად ეს არის არაკვალიფიცირებული პასუხი და აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების ორგანიზებით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და არ გინდათ, რომ სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ის საქმეს არ იცობს.
შოთაძემ დღეს დეპუტატების წინაშე პირობა დადო, რომ თუ ის გახდება მთავარი პროკურორი, მთელ ძალისხმევას მიმართავს რაფალიანცის საქმის გამოძიების დასრულებისკენ.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და საბოლოოდ უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ქმედება. მე ამ საქმესთან არ მქონია შეხება. მე თუ ამირჩევენ მთავარ პროკურორად მთელ ძალისხმევას მივმართავს იმისკენ, რომ ეს საქმე გაიხსნას,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ენმ-ს კიდევ ერთი წევრი გივი თარგამაძემ კი კანდიდატი ყოფილ პრემიერის არაოფიციალური მმართველობის ნაწილად მოიხსენია.
"თქვენი წარდგენა არის იმ ფიქციის გაგრძელდება, როდესაც მთელი ეს პერიოდი იყავით ოთარ ფარცხალაძის მარიონეტი, ხოლო მოქმედი პროკურორი ბუტაფორია. თქვენ ახლა უნდა ჩაანაცვლოთ საკუთარი თავი და რეალურად ისევ ოთარ ფარცხალაძე უნდა წარმოადგინოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. მინდა გკითხოთ, რამდენად აცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი იმ დანაშაულებრივი, არაფორმალური მმართველობისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეადგენს მისი ვაჟი ბერა ივანიშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, კახი კალაძე, ოთარ ფარცხალაძე და ნაწილობრივ ადიკო ივანიშვილი?"- თქვა დეპუტატმა.
ეკა ხერხეულიძის შეკითხვა "რუსთავი 2"- ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას შანტაჟისა და მუქარის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.
მთავარი პროკურორის მოადგილემ კითხვის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "სხვა მოწმე არავინ არ არის, ვინც დაადასტურებდა ნიკა გვარამიას სიტყვებს.
"სხვა მოწმე არავინ არ არის, ვინც დაადასტურებდა ნიკა გვარამიას სიტყვებს, ასევე ალექსი ახვლედიანის სიტყვებს, შესაბამისად ჩვენ მტკიცებულებების კუთხით ჩიხში ვართ შესული. მართლა ჩემთვის კითხვის ნიშანი არსებობს როგორ შეიძლება ამ ფაქტს მოვფინოთ ნათელი. ეს არის რეალობა,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
"ნუ გგონიათ ხალხი შეეგუება, რომ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი თემებით მსგავსი მეთოდებით აშანტაჟოთ ადამიანები, რომლებიც თქვენ არ გემონებიან, ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში,"- განაცხადა დეპუტატმა ხერხეულიძემ მიმართვის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






