„ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფაქტორის გარდა მთავარ ბარიერად ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობა და მისი პოლიტიკა. ევროპარლამენტარების გამოსვლებს თუ მოვსმენთ, ეს დისკუსია ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენი მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიდენს იმ მასშტაბის მავნებლობას, რაც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო, ეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ეს დისკუსია იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ სხვადასხვა პარტიის, სახალხო, სოციალისტების, ლიბერალების, მწვანეების წარმომადგენლები გამოდიოდნენ და მათი საერთო გზავნილი არის ის, რომ ისინი მზარს უჭერენ საქართველოს და უნდათ ჩვენი ქვეყნის წარმატება მაგრამ ხედავენ უზარმაზარ პრობლემებს, იმ ნაბიჯებში რომელსაც დგამს ივანიშვილის რეჟიმი.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ სხდომაზე პარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების მხრიდან შერჩევით სამართალთან და მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით შენიშვნები დაიმსახურა.
მასალის გამოყენების პირობები






