პრემიერმა პლასტმასის საცობების საწარმო გახსნა
პოლიტიკა - 15:26, 26 Nov, 2015     1949

სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა - კომპანია „ჯეოკეპი“ პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ახლადგახსნილი საწარმო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმპორტირებულ საქონელს მალე „ჯეოკეპ“–ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლებს.

„ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ამ მიზნით ჩვენ ავამოქმედეთ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დღეს გვაქვს 123 საწარმო დაფინანსებული. ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს, იმას, რომ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია უკვე შექმნილი და რომ ქართული წარმოება განვითარდება. მე ძალიან განვიცდი, როდესაც რეგიონებში ჩასული ვხედავდი გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 20–25 წლის წინ მუშაობდნენ. ასეთი მიტოვებული ქარხნების გაცოცხლება იყო ჩვენი ამოცანა. დღეს ვხედავთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ერთ დროს მიტოვებული ქარხნის გაცოცხლება და გაპარტახებული საწარმოს გადაქცევა თანამედროვე, ევროპული ტიპის საწარმოდ. აქ არის ინვესტირებული 4 მილიონი ლარი. „ჯეოკეპს“ შეუძლია არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ–მინისტრის თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა საინტერესო წამოწყებას, ახალი სამეწარმეო იდეების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია ,,ჯეოკეპს" უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა. დღეისთვის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან, ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვს შესრულებული. საწარმოს ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი აშშ დოლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42