რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ავიაბილეთების კომპანიის იმ თანამშრომლის დაკითხვა, რომელმაც პროცესზე დაადასტურა, რომ ორ არასრულწლოვანს თურქეთში გასამგზავრებლად ბილეთები პანკისელმა მამაკაცმა შეუძინა.
"თურქიშ ეარლაინის" თანამშრომელი ლამარა დეისაძე იხსენებს, მიმდინარე წლის მარტში მასთან მივიდა მუსლიმანებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის წვერიანი მამაკაცი და არასრულწლოვნებისთვის თბილისი-სტამბულის მიმართულებით შეიძინეს ბილეთები.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ალექსანდრე თალაკვაძე.
მისი თქმით, ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ, თურქეთიდან ახმედ ჩატაევი დაუკავშირდა, რომელმაც აუდიოჩანაწერი გააკეთებინა, სადაც ჩატაევი ჩანაწერში კონტრტერორისტულ დეპარტამენტს მიმართავდა, რომ ბორჩაშვილი და მასთან ერთად ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და მათ არ ჩაუდენიათ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი დანაშაული.
მოწმის თქმით, ჩატაევი ჩანაწერში კონტრტერორისტულ დეპარტამენტს მიმართავდა, რომ ერთკვირიან ვადას აძლევდა დაკავებულების გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს საფრთხე შეექმნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






