მესამე მსოფლიო ომის პრელუდიები - „თურქეთი დასჯის რუსეთს უკრაინაში ,,ბეზპრიდელისთვის“
პოლიტიკა - 18:38, 25 Nov, 2015     12255
რუსეთი – საფრთხე, თურქეთი და აზერბაიჯანი – პარტნიორები - თავადცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას პრიორიტეტებს უწუნებს და ოკუპანტ რუსეთთან „კეკლუცობის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტს“ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდის ალბათობაზე და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული „სუ 24“-ის ჩამოგდების მიზეზებზე ესაუბრა.

რატომ თვლის თავადცვის ექს-მინისტრი თურქეთს რეგიონში მთავარი მოთამაშედ, და რა რეკომენდაციებს აძლევს ის საქართველოს ხელისუფლებას.

დიმიტრი შაშკინი: „მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება იმ დროს მოხდა, როდესაც „სუ 24“-ი ე.წ. სირიელ თურქმენებს ბომბავდა. თურქეთთან საზღვარზე დაახლოებით 3,5 მილიონი სირიელი თურქმენი ცხოვრობს, თურქეთი მათ საკუთარ ერს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა რამდენჯერმე მიმართა პუტინს, რომ ამ ტერიტორიის დაბომბვა შეეწყვიტა, რადგან ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს ხალხი, რომელიც თავის თავს იცავს ასადის რეჟიმისგან ამ ხალხს მხარს უჭერს თურქეთი. რუსეთი ბომბავდა არა ისლამისტურ სახელმწიფოს, არამედ - თურქმანებს. იყო ბევრი გაფრთხილება, რომ ეს არ გაეკეთებინათ.

მეორე მიზეზი, თუქეთის ქმედებისთვის, არის ის რომ რუსული თვითმფრინავი შეიჭრა მათ ტერიტორიაზე და ლოგიკურია, რომ ჩამოაგდეს.

- რა მოხდება ამის შემდე, თურქეთი ამბიობს, რომ საზღვრებს კვლავ დაიცავს, პუტინი ზურგში დანაჩარტყმულის პოზიციაშია...

- თუ თქვენ გაინტერესებთ, მოყვება თუ არა ამ დაძაბულობას ომი, ჩემი მოსაზრებით, სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჯარების ათეულში შედის. ამიტომ ამ ყველაფერს რუსეთის მხრიდან არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ მოჰყვება, ფაქტია შეიცვლება წესები. როდესაც რუსეთი სირიაში შეძვრა, მე ვთქვი, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს გააფუჭებდა - ასეც მოხდა.

გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა თურქეთთან ეკონომიკური პოტენციალის გამო ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა. მას შემდეგ რაც რუსეთი სირიაში შეიჭრა, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა...

- რუსეთის პროვოკაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი?

- რუსეთის პასუხი რა თქმა უნდა იქნება. კრემლი S -400 კომპლექსებს სირიაში დააყენებს, ახალ პროვოკაციებს დაგეგმავს, მაგრამ რაც მთავარი მოხდა და რაზეც არავინ საუბრობს არის ის, რომ თურქეთმა აჩვენა, რომ ის რეგიონში მთავარი მოთამაშეა. ერდოღანი არ შეუშვებს რუსეთს იმ ტერიტორიაზე რომელიც მისი ინტერესბის ქვეშ არის. ძალიან ბევრი კითხვა იყო, როდესაც ირანის ოკუპაციით იმუქრებოდა რუსეთი, რას იზამდა თურქეთი. ფაქტია, რომ თურქეთმა თავისი ინტერესების დაცვის გზა აირჩია. ამ ქვეყნის მთავრობამ ამ ნაბიჯით მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ყველას, რომ არ დათმობს თავის პარტნიორებს. ეს მნიშვნელოვანი მესიჯია იმ დროს, როდესაც მოსალოდნელი იყო რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანზე წეზოლა. თურქეთი ამიერკავკასიაში აზერბაიჯანს ხედავს როგორც არა მარტო სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ მოძმე ერს.ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა ეხლა, ვიდრე ერთი ვერტმფერნის ჩამოგდებაა. თურქეთმა ძალიან დიდი მესიჯი გაუგზავნა ყველას, რომ ის ამ რეგიონში თავის ინტერესებს დაიცავს და არ მისცემს უფლებას რუსეთს იმ „ბეზპრიდელისთვის“, რომელსაც ის ახორციელებს უკრაინაში და ამიერკავკასიაში. როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი ვამბობდი და ეხლაც ვიმეორებ, რომ რეგიონის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია თურქეთის პოზიციაზე. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის გიჟობებს აბალანსებს არის თურქეთი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენმა მთავრობამ გაიგოს. მთავრობამ, რომელიც მუდმივად ცდილობს რომ ეთამაშოს რუსეთს და აუხსნას თავისი სიყვარული. სხვა შემთხვავში შესაძლოა არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყანა ისეთ შარში გახვიოს, რომლიდანაც ვერ გამოვძვრებით. თურქეთმა არა მხოლოდ თვითმფრინავი ჩამოაგდო, არამედ თურქეთმა ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ ის არის ძალა, რომელიც რეგიონში რუსეთს დააბალანსებს. ეს ძალიან მკვეთრად გვეხება ჩვენ და ჩვენს მთავრობას, რომელმაც რუსეთთან ფლირტი უნდა შეწყვიტოს.

დათო ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42