,,პრობლემის უარყოფა, პრობლემის შეცვლა და გადაბრალება“ - რატომ დაეცა ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი
პოლიტიკა - 16:29, 25 Nov, 2015     1525
,,ისინი მუშაობენ ზუსტად იგივე მეთოდით, როგორც მუშაობს RussiaToday - კრემლის პროპაგანდის რუპორი არხი მთელ მსოფლიოში“ - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ქართული ოცნების“ რეიტინგის სწრაფ ვარდნაზე სუბრობს. შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობების ყველა კანონი დაარღვია.

,,ქართული ოცნების“ რეიტინგი რადიკალურად დაეცა ბუნებრივია იმის გამო, რომ არ იყო შესრულებული ის დანაპირები, რომელიც ხალხმა მიიღო წინასაარჩევნო პროცესში. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, რომ შესრულებულია, ყველა ცხოვრობს საქართველოში და ხედავენ რამდენად ასეა“ - აცხადებს შაშკინი და განმარტავს თუ რატომ დაეცა ასე სწრაფად და რატომ არ გამოიჩინა ხალხმა ცოტა მეტი მოთმინება ახალი ხელისუფლების მიმართ.

,,ეს მოხდა ზუსტად იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას არ ესმის არსი საზოგადოებასთან ურთიერთობების. ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და პირველი წლების განმავლობაში გამუდმებით საუბრობდნენ, რომ ,,პიარი“ ეს არის ცუდი სიტყვა. პიარი მოგეხსენებათ არის საზოგადოებრასთან ურთიერთობები. რადგან მათ ჩათვალეს, რომ ეს არის ცუდი, მათ დაარღვიეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა კანონი. პროფესიონალური თვალით თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ ისინი მუშაობენ ზუსტად ისე, იგივე მეთოდით, როგორც მუშაობს RussiaToday - ეს არის კრემლის პროპაგანდის რუპორი არხი მთელ მსოფლიოში. RussiaToday დგას სამ ვეშაპზე - პირველი ეს არის პრობლემის უაროფა. რამენიც არ უნდა უმტკიცო, რომ ამ კუთხით პრობლემებია, მაინც მტკიცედ ამტკიცებენ, რომ არ არის. მეორე ეს არის პრობლემის შეცვლა - როცა ეუბნები, რომ აქ გვაქვს პრობლემა, ისინი გეუბნებიან, რომ სხვა არის, რომელიც რეალურად არც გაწუხებს. და მესამე - გადაბრალება. ანუ პრობლემა ჩვენი კი არა, ვიღაც სხვისი ბრალია. ზუსტად ასე მუშაობს ქართული ოცნება. არ გვიღებენ ნატოში ეს სხვისი ბრალია, ევროპა გვაკრიტიკებს თუ ქვეყნის შიგნით სოციალური პრობლემებია - ესეც სხვისი ბრალია. ეს არის სამი ძირითადი მეთოდი - პრობლემის უარყოფა, პრობლემის შეცვლა და გადაბრალება. ამის გამოყენება ყოველთვის მიგიყვანს იმ შედეგამდე, რაც დღეს საქართველოში სახეზეა“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42