„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა
პოლიტიკა - 16:20, 25 Nov, 2015     1449
"ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის,” -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.

“Ynnovas არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სეზონზე კი დაასაქმებს 1 000-დან 2 000-მდე ადამიანს. ამ ფარმაცევტულ საწარმოში დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს პროექტი დაიწყო გასულ წელს, ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა პროგრამა
„აწარმოე საქართველოში“ და დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამედროვე საწარმო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოს მეპატრონეები დაბრუნდნენ საქართველოში და დაიწყეს საქართველოში ბიზნესის კეთება, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ პროექტის ასე წარმატებით დასრულება,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ საწარმო Ynnovas-ი ხელს შეუწყობს ხალხში გაბნეული საგვარეულო რეცეპტების ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დამკვიდრებასაც, რითიც შესაძლებელი იქნება დაინტერესდეს ფარმაცევტული წარმოება.

საწარმოში წარმოებული პროდუქციის 90% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღეის მდგომარეობით სულ 123 პროექტია დაფინასებული და დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული ქართული წარმოების განვითარებისთვის.
Ynnovas-ი პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას და ექსპორტს განახორციელებს. კერძოდ, წარმოებაში 40-მდე სახეობის მცენარის გადამუშავებით მოხდება 60-მდე სახის აქტიური სუბსტანციის მიღება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაციაში, პარფიუმერიაში, ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში.

ახალი საწარმოს გახსნას მთავრობის სხვა წევრები, თბილისის მერი, ბიზნესმენები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42