,,გაზპრომთან თამაში“ - ხელისუფლების კერძო ინტერესები და საფრთხე საქართველოსთვის
პოლიტიკა - 17:00, 25 Nov, 2015     1241
მიუხედავას საზოგადოების, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობის წინააღმდეგობისა, ენერგეტიკის სამინისტრო გაზპრომთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მისნისტრი კალაძე რუსულ ენერგო გიგანტთან ურთიერთობას კომერციული გაზის შემოტანას უკავშირებს.

თუმცა არსებობს ლეგიტიმური კითხვა: თუკი კომერციულ ბაზარზე გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, რატომ არ მიმართეს კომერციულმა სუბიექტებმა სხვადახვა მომწოდებელს ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობის შესყიდვის მიზნით და რატომ აქტიურობს ამ მიმართულებით მხოლოდ ხელისუფლება, გვაქვს თუ არა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესებთან საქმე ან ხომ არ ცდილობს „ოცნების“ ხელისუფლება, რუსეთის გულის მოსაგებად დააბრუნოს რუსული კომპანია საქართველოში - ეს ის კითხვებია, რომელსაც მთავრობა ამ დრომდე არ პასუხობს.

„გაზპრომისკენ“ მოლაპარაკებები კვალდაკვალ დღეს "გაზპრომის" ხელმძღვანელობამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, მიზეზად ფინანსური დავალიანება დასახელდა, თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთი საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას ამ მეთოდით სჯის.

როგორც გაირკვა, რუსული გაზის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, არა გაზპრომმა, არამედ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

"მათ აურიეს - რუსები კი აღარ გვაწვდიან გაზს, ეს ჩვენ აღარ ვყიდულობთ მათგან" - განაცხადა უკრაინის პრემიერმა, არსენი იაცენუკმა.

„ნიუპოსტი“ არასტაბილურ „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების რეალური მიზეზის დადგენას ეკონომიკის ექსპერტებთან შეეცადა.

ექსპერტი რომან გოცირიძე „გაზპრომთან“ დაკავშირებით კალაძის განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებს და ამბობს, რომ მინისტრის შეფასებებიდან ჩანს, რომ გაზის საკითხში ხელისუფლების კერძო ინტერესები იკვეთება.

„ბეცი უნდა იყო, ვერ მიხვდე რატომ არის „გაზპრომის“ შემოსვლა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი, ან უნდა გამოძრავებდეს კერძო ინტერესი. უკრაინასან მიმართებაში გატარებული პოლიტიკაც ზუსტად ამას ამტკიცებს. ეს არის რუსეთის საპასუხო რეაქცია, იმ აქციისთვის, რაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში გაიმართა, როცა მომიტინგეებმა ყირიმის ბლოკადის მოთხოვნით ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები ააფეთქეს და ყირიმი უშუქოდ დატოვეს“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, რუსეთის შურისძიება ამით არ დამთავრდება და უკრაინული პროდუქციის ემბარგო ფართო მასშტაბით მოხდება.

„პირველი იანვრიდან უკრაინული საქონლის, რუსულ ბაზარზე შეტანა იზღუდება, თუ ემბარგო ომი კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინას შეუძლია საერთოდ შეუწყვიტოს ენერგიის მიწოდება ყირიმს. რუსეთს ადრე შანტაჟი გასდიოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. ამის მაგალითი, თურქეთის საპასუხო რეაქცია გახდა. პუტინი იძულებული გახდა, გაჩუმებულიყო, თურეთის ხელისუფლების რეაქციაზე“- განმარტა ექსპერტმა.

გოცირიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მსოფლიოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და შეწყვიტონ „გაზპრომთან“ თამაში.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე საქართველოში „გაზპრომის“ შენოყვანის მიღმა რიგი ჯგუფების ბიზნესინტერესს ხედავს, თუმცა იქვე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინასა და რუსეთ საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

„ერთის მხრივ საომარ ვითარებაში იყო ქვეყანასთან და გინდოდეს 2 მილიარდი მისგან ლოგიკური არ არის. ჩვენ რაც შეგვეხება, იმდენად უმნიშვნელოა რუსული გაზის მოცულობა აქ რაიმე პროვოკაცია რუსეთის მხრიდან ნულოვანია. სუფთა ეკონომიკური თავალსაზრისით, არც ქართველებს სჭირდებათ დღეს „გაზპრომის“ ბუნებრივი აირი და არც „გაზპრომს“ სჭირდება საქართველოს ბაზარი, რაც შეეხება კალაძის აქტიურობას - როგორც სჩანს, ის იმ გუნდს ლობირებს, ვისაც უნდა გაზპრომის შემოყვანა და კომერციული მოგების მიღება“ - უთხრა,, ნიუპოსტს" გიორხელიძემ.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებამ გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

„ეს პროცესი გაუმჭვირვალედ მინდინარეობს, ჩვენ კარგად არ ვიცით, რა მოტივაცია ამოძრავებს ქართულ მხარეს, პრობლემა ის არის, რომ პროცესი ტრაფარეტულად მიმდიმარეობს, რაც ეჭვებს და კითხვებს ბადებს“ - თქვა მან.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42