ლორთქიფანიძის თქმით, მას დაკავებულების ოჯახის წევრები ძალიან ეცოდება.
„ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება წინაპრების ნათქვამი - სინდისის ძარღვი, რომ გაუწყდება ადამიანს მისთვის ცხოვრება საამურიაო. მე შესწორებას შევიტანდი, ამ ადამიანებს, „ნაციონალებს“ სინდისის ძარღვი არც დაჰყოლიათ. რაც შეეხება მეორე საკითხს, დაჭერილ ბიჭებზე რომ აკეთებენ აპელირებას, მე ძალიან მეცოდებიან მათ ოჯახის წევრები და განსაკუთრებით მათი ბებიები. თუმცა ეს ადამიანები „ნაციონალების“ მიერ მიღებული გამკაცრებული კანონის გამო არიან ციხეში. „ნაციონალებს“ ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, თავისუფალი ზონისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. ნიკა ნარსიას, კახა გაბუნიას, მირიან დეისაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობის) მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






