როგორც კურტანიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქუცნაშვილს პრემიებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე უმრავლესობის წევრებთან არ უმსჯელია.
კურტანიძე ქუცნაშვილს ქართულ ანდაზას ახსენებს და მოუწოდებს, რომ თანამებრძოლებს გაუფრთხილდეს.
„თქვენი ინტერვიუ არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი თითოეული თქვენი გუნდის წევრისთვის. ამავე დროს, ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, იდეის, სამშობლოს გადარჩენისა და უკეთესი მომავლისთვის გაერთიანდა და არა ხელფასის ან სხვა პრიორიტეტების გამო. ვეთანხმები, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ მხრივ, მაგრამ ეს შეიძლება რამდენიმე წლით ადრე გაგხსენებოდათ და არა ახლა რამდენიმე თვით ადრე, როდესაც არჩევნები წინ მოგვადგა. ნუ ეძებთ უკეთეს თანამებრძოლებს, რადგან ამ გუნდმა მოგიყვანათ იქ სადაც ხართ. ამათზე უკეთესს ვერ იპოვით. კრიტიკულ დროს ყველა უაღალატონი არიან. ამ გუნდთან თქვენ არ გიმსჯელიათ ამ საკითხზე. ამის მიუხედავად სააშკარაოზე გამოიტანეთ ამა თუ იმ პარლამენტარის ავკარგიანობა. მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ ერთი ქართულ ანდაზა - დედის წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თითოეულ თანამებრძოლს გაუფრთხილდით“, - განაცხადა კურტანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






