წიკლური საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების საუბრობენ.
„პარლამენტმა არ განიხილა საკითხი, რომელიც ეხება მირიან დეისაძეს, ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას. დღეს თქვენ მოტივაციას ეწევით იმ ადამიანების, ვინც მომავალში გადაწყვეტენ, რომ წინა მთავრობას გაუსწორონ ანგარიში. ნუთუ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეთ პარლამენტარებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ საქართველო არ გაწირონ ასეთი მომავლისთვის. ამ ადამიანების დაპატიმრება არის სინამდვილეში პროდასავლური ძალების დასჯა. ახალგაზრდები იმის გამო დააკავეს, რომ იცავდნენ პროდასავლურ მედიას. საქართველოს ჰყავს სინდისის პატიმრები ამ ადამიანების სახით. ის მოსამართლე, ვინც ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილება გამოიტანა ახალგაზრდებთან დაკავშირებით, დღეს არის დაწინაურებული, მას ხელფასიც მოუმატეს“, - აღნიშნა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






