ამის შესახებ კოპალიანმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბატონების, ბაქრაძის და კანდელაკის „პატრიოტული“ საქმიანობის შესახებ ევროსტრუქტირებში ყველამ იცის. ეს გახლავთ სერგო ორჯონიკიძეობა, რაც პოლიტიკოსების თუ არა პოლიტიკოსების ენით კვალიფიცირდება როგორც სამშობლოს ღალატი. ის სისხლიან რევოლუციაზე და ტერორიზმზე არანაკლები დანაშაულია. ასეთმა ადაიანებმა ენა საბოლოოდ უნდა ჩაიგდონ მუცელში და დადუმდნენ. მათ შანსი ჰქონდათ და არ გამოიყენეს. საჭიროა გამოძიებული იქნას მათი საქმიანობა. კერძოდ, ვინც ანგრევდა ეკლესიებს, ვინც კლავდა, ვინ იჭერდა და ატერორებდა, ვინ ანგრევდა ეკონომიკას და განათლების სისტემას, ვინც დახოცა 100-ზე მეტი ახალგაზრდა ქუჩებში“, - განაცხადა კოპალიანმა.
პარლამენტში პლენარული სესია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე საუბრობს. ისინი პენსიის ზრდას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






