იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძე არჩევის შემთხვევაში წარმატებული მთავარი პროკურორი იქნება და საკუთარ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ შოთაძე იქნება ყველა მთავარ პროკურორზე უკეთესი, რომელიც საქართველოს აქამდე ჰყოლია.
„მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუ მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ამჟამინდელი მთავარი პროკურორია. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი რომელიც კი აქამდე გვყოლია.
მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ გასულ კვირას შეარჩია. პარლამენტმა კანდიდატურას კენჭი მიმდინარე კვირას უნდა უყაროს.
მასალის გამოყენების პირობები






