ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:14, 25 Nov, 2015     880
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ, ასევე საქართველოს მხრიდან მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო.

მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს მხრიდან დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში გაეგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლებს.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42