ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მედიასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესების გამჭირვალობაზე და ქვეყანაში მედიაპლურალიზმის არსებობაზე საუბრობს.
როგორც „კურიერთან“ საუბრისას ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, მედიის თავისუფლების საკითხზე საქართველოს პრზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთა შეხვედრის დროსაც ისაუბრა.
"ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და მედია საკმაოდ ძლიერია. როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმეზე მხოლოდ კანონზე დაყრდნობით. რთულია გავაკეთოთ კომენტარი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შენ არღვევ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ კანონით იხელმძღვანელოს და მედიის პლურალიზმი დაცული იყოს. ეს მესიჯი გადავეცი ჩემს კოლეგას საქართველოში. იმედი მაქვს, თქვენი ქვეყანა იპოვის სწორ გამოსავალს ამ სიტუაციიდან და დაიცავს მედიისა და სასამართლოს სისტემის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას," - განაცხადა ედგარ რინკევიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






