"ის, რაც გუშინ მოხდა რუსეთის პოლიტიკის შედეგია" - ედგარ რინკევიჩი თურქეთის ინციდენტზე
პოლიტიკა - 12:21, 25 Nov, 2015     1578
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს რუსული პოლიტიკის შედეგს უკავშირებს.

როგორც „კურიერთან“ საუბრისას რინკევიჩმა განაცხადა, თურქეთისგან რუსეთმა საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო.

„ის, რაც გუშინ მოხდა რუსეთის პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის სირიაში ატარებს. რუსეთს არ აქვს კოორდინაცია კოალიციის სხვა წევრებთან. თურქეთი გამუდმებით მოუწოდებდა მოსკოვს თავი შეეკავებინა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისგან. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია. თურქეთმა ეს უფლება სრულიად კანონიერად გამოიყენა. ინციდენტის შემდეგ ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საგანგებო სხდომა და ყველა წევრმა ქვეყანამ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა. ახლა აუცილებელია, რომ თურქეთმა და რუსეთმა ერთად იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციაზე. თურქეთს არ მოუთხოვია მუხლის ამოქმედება, რომლის თანახმადაც ნატოს წევრ ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს დანარჩენი წევრი ქვეყნებისგან ჩართვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ფანტაზიებს აპოკალიპტური სცენარების შესახებ, თითქოს გვიახლოვდება ბირთვული ომი“, - განაცხადა რინკევიჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42