დეპუტატის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა გაორმაგდა. გარდა ამისა, დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც აკონტროლებენ. ელისაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს პოლიტიკური ოპონენტების მოსმენის ნაცვლად რეალური საფრთხეებით დაკავდეს. აღნიშნული განცხადება ელისაშვილმა ISIS-ის ქართულენოვანი ვიდეოს კომენტირებისას გააკეთა.
"ნახევარ წელზე მეტია მითვალთვალებენ, არაერთხელ გადავიღე მანქანები. აურზაურის ატეხვა არ მინდოდა, ვფიქრობდი- მითვალთვალებენ და მითვალთვალონ, დასამალს და ძირგამომთხრელს არაფერს ჩავდივარ-მეთქი. ახლა კი ვნახე, რომ ქვეყანას მართლაც აქვს ისეთი საფრთხეები, რაზეც ესენი არ ფიქრობენ და ამიტომაც გავახმაურე- ჯობია ჩემს დევნას შეეშვან და იმას მიხედონ.“- აცხადებს ალეკო ელისაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






