მზად ვართ მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის - თინათინ ხიდაშელი
პოლიტიკა - 11:16, 25 Nov, 2015     1109

საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ერვე ლადსუს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძეც ესწრებოდა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე და მათ შორის გაეროს სამშვიდობო მისიების ფორმატში. სულ რამდენიმე კვირის წინ გაეროს მისიას გენერალი ჩაჩიბაია შეუერთდა, რომელიც უკვე ავღანეთში იმყოფება და ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ამ ორგანიზაციაში. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოწვევით სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა, კონკრეტული დაპირება მისცა გაეროს და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად მირიან ფოფხაძე წარადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42