ოპოზიცია პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვს
პოლიტიკა - 18:57, 24 Nov, 2015     1217
ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოწვევას ითხოვს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სახელმწიფოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება:

„ყველასთვის ნათელია უკვე, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები და საქართველო ვერ დარჩება გამოცალკევებული ამ ყველაფრისგან და სახელმწიფოს სჭირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდება ამ ყველაფერს.

აუცილებელია თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის შეკრება, არ აქვს მნიშვნელობა ღია თუ დახურული ფორმატი. ჩვენ გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადება სახელმწიფო და რას აკეთებს იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები აიცილოს თავიდან“-განაცხადა ჩიქოვანმა.

კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვენ „ნაციონალებიც“ . დავით ბაქრაძის თქმით ხელისუფლება ტერორიზმის საფრთხეს სერიოზულად უნდა მიუდგეს:

„ყველას გვესმის, რომ საფრთხე არის რეალური და ეს საფრთხე არის საქართველოსთან ძალიან ახლოს. მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამ სიმშვიდის ფონზე ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ევალება. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რამდენად მზად არის ხელისუფლება ასეთი საფრთხეებისთვის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს უსაფრთხოების სამსახურების რესურსის დიდი ნაწილი კვლავ იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაზე, თვალთვალზე და მასთან ბრძოლაზე. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სერიოზულად მიუდგეს ამ საფრთხეს,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევას მმართველი გუნდის ლიდერი, გია ვოლსკი, მხარს უჭერს. თუმცა, ოპოზიციას საკითხის დაძაბვაში ადანაშაულებს.

„რა პრობლემაა, ვერ გავიგე. რა პრობლემას ვქმნით იმისათვის, რომ უნდა მოვისმინოთ უსაფრთხოების სამსახურების ან შინაგან საქმეთა, ან ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაცია ღია თუ დახურულ სხდომაზე. რატომ შეიქმნა საერთოს ეს პრობლემა. თუ საჭიროა უნდა განვიხილოთ, თუ არაა საჭირო, ჩვენ არ ვართ ერთმანეთთან ისეთ დამოკიდებულებაში, რომ აუცილებლად ტელეკამერების წინ ვარჩიოთ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით ეს, რაც შეიძლება, დროულად უნდა მოხდეს. და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საპარლამენტო ფორმატში უნდა ჩააბაროს ანგარიში იმის შესახებ თუ რამდენად არიან მომზადებულნი შესაბამისი სტრუქტურები საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42