,,ამხანაგი პუტინი არც ისეთი სულელია, ამ ინციდენტის გამო თურქეთთან ომი დაიწყოს“ - ჩიტიძე
პოლიტიკა - 17:43, 24 Nov, 2015     3018

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხეს ვერ ხედავს. როგორც ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ომის დაწყება არც ერთ ქვეყანას არ აწყობს.

„არსებობს ალბათობა, რომ რუსეთმა დაარღვია თუქრეთის როგორც სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცე. აქედან გამომდინარე თურქეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება ძალა გამოეყენებინა თავდაცვის მიზნით. მითუმეტეს, თურქული მხარე აცხადებს, რომ ათჯერ მიიღო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გაფრთხილება. რუსული მხარე ამბობს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. აღნიშნულ გამოძიება დაადგენს. თუმცა უკვე გამოქვეყნდა ფოტო, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს საქართველოსთვის უცნობი არ უნდა იყოს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა 200-ჯერ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. მანამდეც რამდენჯერმე დაირღვა ჩვენი საჰაერო სივრცე“, - განაცხადა ჩიტიძემ.

ექსპერტის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც რუსეთი თურქეთთან ომს არ დაიწყებს.

„ჩემი აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, არამგონია, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ომის ნიშნები გაჩნდეს. შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება, ამხანაგი პუტინი არც ისეთი სულელია, რომ ამ ინციდენტის გამო თურქეთთან ომი დაიწყოს. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ასევე ის არის მეორე ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის შეიარაღებული ძალების რაოდენობით. დაახლოებით 700 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს თურქეთს. ასევე თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც ყველაზე დიდია აშშ-ის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. რუსეთი გაითავისებს, რომ თურქეთთან ომის დაწყების გამო ნატოს წევრ ქვეყნებთან მოუწევს დაპირისპირება. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეხების ფაქტორები რუსეთსა და თურქეთს შორის. იგივე სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის აღემატება 40 მილიარდ ამერიკულ დოლარს. არსებობს ერთობლივი პროგრამები, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ომამდე მივიდნენ. ეს არც ერთ ქვეყანას არ აწყობს“, - ამბობს ჩიტიძე.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.

ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42