რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, ნარმანია ამბობს, რომ თბილისში ორი საზოგადოებრივი ტუალეტი არ იქნება.
„ორი საზოგადოებრივი ტუალეტი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბიუჯეტის მაქსიმალურად გამჭვირვალობა. შესაბამისად, ბიუჯეტი წარმოდგენილია პროგრამული ფორმით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მისი პროგრამული ფორმიდან აიღოს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ბიუჯეტი და რა კონკრეტული ამოცანის განხორციელებას ემსახურება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბიუჯეტი იყოს კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული“, - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს თავად წარუდგენს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მთავრობა ორი საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად 100 ათას ლარს დახარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები






