7-8 დეკემბერს ლატვია-საქართველოს ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება
პოლიტიკა - 13:15, 24 Nov, 2015     1097

7-8 დეკემბერს თბილისში, ლატვია, საქართველოს - ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ედგარს რინკევიჩუსტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მზარდ პერსპექტივას, განსაკუთრებით კი ამ ახალი პროექტების კონტექსტში, რაც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს.

„თბილისში გაიმართება საქართველო-ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც განიხილება ეკონომიკური თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები. არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზარდოს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი პროექტების კუთხით, იქნება ეს „აბრეშუმის გზის“ განვითარების ინიციატივა და ასევე სხვადასხვა სატრანზიტო პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ ლატვიასთან ერთად რათა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და ლოჯისტიკური კომუნიკაცია გავაუმჯობესოთ“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ურთიერთობების არსებობას და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგები. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ სამომავლოდ მოახდინოს ამ ხელშეკრულების ძალიან მნიშნველოვანი დაბულებების იმპლემენტაცია.“ განაცხადა ედგარს რინკევიჩუსმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42