მისი თქმით, სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურს გაეზარდოს დაფინანსება, რათა მოხდებს ოპერატიული საშუალებების შეძენა.
„გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში. ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, მათ შორის ენის სპეციალისტები და კონტრტერორისტულმა ცენტრმა უნდა მოახერხოს თავისი ძალების და საშუალებების მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. ამიტომაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვედით ინიციატივით გაიზარდოს დაფინანსება და მოხდეს შესაბამისი ოპერატიული საშუალებების შეძენა“, - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






