ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის ავტორი 22 წლის ხვიჩა გობაძეა - რას აცხადებს გობაძის მამა
პოლიტიკა - 20:45, 23 Nov, 2015     21202

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველების მისამართით გაკეთებული მუქარის ერთ-ერთი ავტორი, ამავე ვიდეოში აღბეჭდილი, 22 წლის ხვიჩა გობაძეა.

როგორც ამ უკანასკნელის მამა ილია გობაძე აცხადებს, მისი შვილი საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ დაახლოებით 2 თვის წინ, მეგობართან ერთად წავიდა.

რაც შეეხება უშუალოდ მუქარას, ილია გობაძის თქმით, "საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია".

"ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. ხომ ამბობენ დემოკრატია არისო, რაც გინდა ის თქვი, რაც გინდა ის აკეთე, როგორც გინდა ისე მოიქეციო, კაცმა-კაცთან იქორწინე, ქალმა-ქალთანო. ამას ღმერთი კრძალავს, მე ამ კანონით ვერ ვიცოცხლებ“ - აღნიშნა ილია გობაძემ და განაცხადა, რომ საქართველოში მუსლიმები ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც ისლამის კანონებით ევალებათ, თუმცა გობაძის თქმით, ეს მისი შვილის ქმედებას არ ამართლებს.

გობაძის განცხადებით, ტერორიზმი არის ძალადობა, მარგამ მისი მოსაზრებით, როცა გართმევენ სამშობლოს და რელიგიას, შეგიძლია მისთვის იბრძოლო.

„ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო - აღნიშნა ილია გობაძემ.

მამა-შვილ გობაძეები სოფელ დიდ აჭარაში ცხოვრობს. რაც შეეხება ხვიჩა გობაძეს, მას უმაღლესი განათლება აქვს, სკოლს სწერედ აღნიშნულ სოფელში დაამთავრა. გამოირჩეოდა მაღალი მოსწრებითა და მათემატიკისადმი სიყვარულით. მეტიც, წალკაში ყოფნის დროს, სკოლამ შეარჩია, როგორც ნიჭიერი ბავშვი. იგი ერთი წელი სწავლობდა კომაროვის გამაძლიერებელ მათემატიკურ სკოლაში მოგვიანებით კი სწავლა ბათუმში, მედრესეში განაგრძო.

სწავლის დამთავრების შედმეგ ეგვიპტეში გაემგზავრა, როგორც მამამისი ირწმუნება მისი შვილი ამ ქვეყანაში არაბული ენის შესწავლით იყო დაკავებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42