ბურჭულაძე ,,ივანიშვილის ალტერნატიული პოლუსი“ და ,,საფრთხე ,,ქართული ოცნებისთვის"
პოლიტიკა - 17:34, 23 Nov, 2015     5025
საოპერო ხელოვნებიდან საზოგადოებრივ მოძრაობაში - პაატა ბურჭულაძე, ახლადშექმნილი ფონდის შესახებ განცხადებებს აქტიურად აკეთებს. მსოფლიო ბანი მედიასთან ,,საქართველოს განვითარების ფონდის” მიზნებზე საუბრობს და მომავალში გაერთიანების პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავს.

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი გადაცემა P.S-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირველად საუბრობს პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის - მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებსა და საგარეო ხედვაზე.

ოპერის მომღერალი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილთან მის დამოკიდებულებას არ მალავს და ამბობს, რომ ოლიგარქთან "ძალიან კარგი" ურთიერთობა აქვს.

"ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში ძალიან დროულს ვუწოდებ. მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ადამიანის თავისუფლებისკენ. მე მასთან ძალიან კარგი, ნორმალური, კონტაქტი მაქვს "- ამბობს ბურჭულაძე.

მსოფლიო ბანი ექს-პრემიერთან "ძალიან კარგი" ურთიერთობის მიუხედავად, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"მე ვაკრიტიკებ სიტუაციას, რომელიც შესაცვლელია" - აცხადებს ბურჭულაძე, "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელს არ მოსწონს მმართველი ძალის განცხადებები: "არ მომწონს ის, რომ მთავრობა ამბობს, ყველაფერი კარგადააო, როდესაც ყველაფერი კარგად არ არის. ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება".

ბურჭულაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველოს პირველ წლებს დადებითად აფასებს - "პირველი წლები იყო ძალიან დიდი აღმავლობის წლები საქართველოში, რაც დიდი ხნის მანძილზე არ გაკეთებულა. ეს აღმავლობა დღესაც ეტყობა ქვეყანას მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, მაგაზე ნუღარ მალაპარაკებთ. ზუსტად მაშინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვინც აღმოფხვრა ეს ყველაფერი".

საოპერო მომღერალს რუსი ბანის შესახებ მის განცხადებაზეც მოუწია განმარტების გაკეთება.

ამ საკითხზე პაატა ბურჭულაძის პოზიცია ასე გამოიყურება: "მე სისხლით და ხორცით ქართველი ვარ და ვამაყობ, რომ მსოფლიოში როგორც რუს ბანს მიცნობენ. გამგებმა ეს გაიგო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ძალიან აღიარებული ბანი ვარ".

ამ განცხადების კვალდაკვალ "რუსი ბანი" ჩრდილოელ მეზობელს ოკუპანტს უწოდებს.

"რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია" - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

თუმცა მომღერლის ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია, რაზეც ბურჭულაძემ მალევე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არა საქართველოს ბრალეულობაზე საუბრობს, არამედ რუსული აგრესიის ფონზე ქართველი პოლიტიკოსების კრემლისადმი ზედმეტ ნდობასა და მიამიტურ დამოიდებულებაზე.

მისი ახალი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროს რაც შეეხება - ბურჭულაძის თქმით, ორგანიზაცია რუსული ფულით არ ფინანსდება.

"ნიუპოსტი" ბურჭულაძის "პოლიტიკურ ვნებებზე" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. რომელმაც საოპერო მომღერლის პოლიტიკური ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილის 2012 წელს გადადგმულ ნაბიჯებს შეადარა.

გია ხუხაშვილი: იმის თქმა, შემოვა თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, უკვე აღარ არის საჭირო - ის უკვე პოლიტიკაშია. ის იგივე ტალღაზე ვიხილეთ, რა ტალღაზეც იმყოფებოდა ივანიშვილი. ბურჭულაძის გაცხადებული მიზნებიც ანალოგიურია. ასევე ბურჭულაძის ბიოგრაფიაც იმეორებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას. ასე, რომ პოზიციონერდა უკვე როგორც ივანიშვილის ალრტერნატიული პოლუსი. მისი ელექტორატი არის იგივე წრე ადამიანების, რაც ივანიშვილის. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია, ესე იგი პაატა ბურჭულაძეც პოლიტიკაშია...

- არის თუ არა პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პროექტი?

- ეს ნაკლებად სავარაუდოა. მის ინტერვიუს თუ გადავხედავთ, ესე არ ჩანს. ბურჭულაძე ამბობს, რომ უსმენენ და უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილის პროექტი იყოს...

- აქვს თუ არა რესურსი ბურჭულაძეს, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდეს? მათ შორის ფინანსური?

- პოლიტიკური სტარტისთვის ფინანსური რესურსის პოვნა რთული არ არის. შემდეგ უკვე როდესაც პოლიტიკურ საცერში წარმატებით გაივლის და არ მიფანტ-მოფანტავს თავის დაგროვებულ საზოგადოებრივ კაპიტალს და თუ აღმოჩნდა, რომ მას პოზიტიური პერსპექტივა აქვს, ფული ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს პრობლემა.

- რამდენად საფრთხის შემცველია „ქართული ოცნებისთვის“ ან „ნაციონალებისთვის“ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ფაქტორი?

- ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს ბურჭულაძე, ეს არის „ქართული ოცნება“. ის ვერ გადაიბირებს ვერც „ნაციონალების“ და ვერც ნინო ბურჯანაძის მომხრეებს. შესაბამისად, მისი ელექტორალური ბაზა არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი. უფრო მნიშვნელოვანია ის ელექტორატი, რომელიც დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც თვლის, რომ ცუდი ხელისუფლება ჰყავს. რეალური ძალაუფლება დღეს ამ ამომრჩევლის ხელშია. ძირითადი ბრძოლა ამ ელექტორატისთვის გაიმართება და მათთვის ბრძოლა შეუძლიათ მხოლოდ ივანიშვილსა და ბურჭულაძეს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42