აუცილებლად გავიმარჯვებთ! გილოცავთ გიორგობასა და ვარდების რევოლუციის წლისთავს - სააკაშვილი
პოლიტიკა - 13:55, 23 Nov, 2015     1836
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გიორგობასა და ვარდების რევოლუციის 12 წლისთავს ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„2003 წლის 23 ნოემბერს გაიმარჯვა ვარდების რევოლუციამ. ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების დასაბამი კი 2004 წლის დასაწყისი გახდა. საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან გადაიქცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი გარდაქმნის ყველაზე წარმატებულ მაგალითად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო იქცა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით გადაინაცვლა მსოფლიოში 127-ე ადგილიდან, მე-8 ადგილზე, (ამ რეიტინგში დღეს უკრაინა 82-ე ადგილზეა), საგადასახადო წნეხის სიმსუბუქით საქართველო იყო მეოთხე ადგილზე, (უკრაინა 137-ზეა). თუ 2003 წელს ქართველების 80% გამოკითხვებში ამბობდა, რომ შეხება ჰქონდა კორუფციასთან, 2012 წელს ეს მონაცემები 2%-ზე ქვემოთ ჩამოვარდა, ამ წლებში საქართველოს ბიუჯეტი ათჯერ გაიზარდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 50%-დან 20%-მდე შემცირდა, ასევე სამჯერ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. საქართველომ მიიღო ახალი დროშა, ჰიმნი და ახალი საპარლამენტო დედაქალაქი. ქვეყანაში აშენდა პრაქტიკულად ახალი ქალაქები, შეიქმნა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ასი ათასიდან ექვს მილიონამდე. შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საბაჟო, ძირფესვიანად შეიცვალა განათლების სისტემა. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, სწრაფი განვითარება მოხდა არა მხოლოდ 2008 წლამდე, არამედ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ (საგადასახადო-საბაჟო რეფორმა, იუსტიციის სახლები, დიდი ინფრასტრუტურული პროექტები, ინგლისური ენის სწავლებისა და კომპიუტერიზაციის პროგრამები).

აი ეს არის რამდენიმე მონაცემი საქართველოს მიერ უახლეს ისტორიაში მიღწეული ყველაზე სწრაფი პროგრესისა. ამასთან, ეს ყველაფერი ხდებოდა მუდმივი საგარეო აგრესიის, პროვოკაციებისა და გაშავების მუდმივი მცდელობის ფონზე. საქართველომ პირველად თავის თავზე მთელი სისასტიკით გამოცადა ჰიბრიდული ომი - აი ასეთია ფაქტები, დანარჩენი არის ლირიკა და ერთი ავადმყოფი რუსი მილიარდერის ახირებების და რუსული პროპაგანდის შტამპების გავლენის ქვეშ მოყოლის სამწუხარო შედეგები. ამ შედეგების ბრალია, რომ პატარა საქართველო, რომელიც 2012 წლამდე მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე და ანგარიშგასაწევი მსოფლიო ფაქტორი იყო, პრაქტიკულად გაქრა საერთაშორისო რადარებიდან. ეს მნიშვნელოვან გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის.

გილოცავთ გიორგობასა და ვარდების რევოლუციის წლისთავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია პოსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42