გააფართოვეთ თავისუფალი მსოფლიოს საზღვრები - თინათინ ხიდაშელი
პოლიტიკა - 13:48, 23 Nov, 2015     1156

ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. თინათინ ხიდაშელს საუბარი თურქეთში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დროს გავრცელებულ იმ ფოტო-მასალაზეც მოუწია, სადაც აშშ-სა და რფ-ის პრეზიდენტები პირისპირ საუბრობენ.

„მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპელი მოკავშირეები საქართველოს ან სხვა რომელიმე პატარა ერებს მარტო ტოვებენ. მესმის, რომ ეს მოსაზრებები ობამა-პუტინის ძალიან „თბილი“ შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამძაფრდა... სადაც ისინი ძალიან მეგობრულად საუბრობენ... ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ მასთან ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს თან, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებია, თავიანთი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ერთგული პარტნიორები არიან... აი, ეს არის ის, რაც ამ სურათიდან არ ჩანს. ჩვენ ვამბობთ, ვესაუბროთ რუსეთს, ვეცადოთ, რომ ამ საუბრებიდან რაც შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ შენ გაქვს შენი საკუთარი დღის წესრიგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებითაც რუსეთი ასე შეპყრობილია,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„გააფართოვე თავისუფალი მსოფლიოს საზღვრები!

„არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვისა და ვაშინგტონის „შეჯიბრში“, ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა - ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის... დადექით მათ გვერდით და ეს იქნება პასუხი, ეს იქნება თანასწორობის საფუძველი ამ თანამშრომლობის გზაზე. სწორედ, ეს იქნება ყველაზე ნათელი გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავის ეშინია მათი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არის დასავლეთის სასოწარკვეთილების გამოხატულება და ეს არის ყველას ინტერესი... თუ ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, მაშინ რუსეთი ნათლად დაინახავს, რასთან აქვს საქმე და რომ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი... ამ გზაზე არსებობს დიდი თავისუფალი სივრცე და შესაძლებლობები, როგორც ნატოსთვის ისე, ევროკავშირისთვის!“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42