გიორგობის მილოცვა კვაჭანტირაძისგან: ,,ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ...“
სოც.მედია - 15:15, 23 Nov, 2015     4813

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას გიორგობას ულოცავს და ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილ ხალხს მიმართავს:

„გიორგობა თენდება. ასეთი დღე სავსეა სიკეთით და სიქველით. ისე მოხდა, რომ დღეს სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი დაუძინებელი მტრის მიმართ. სწორედ მათ მივმართავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს: თავადაც კარგად იცით, რომ ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ ყველანი - ერთად აღებულები. უტიფრად ტყუით, ძრწით, გესლს და ბოროტებას ანთხევთ და ამას ეძახით მედია-პლურალიზმს. თავისუფალი მედია ტყუილების გავრცელების თავისუფლებასაც რომ გულისხმობს, სამწუხაროდ, ეს ცნობილი ფაქტია. ასეთია დადგენილი თამაშის წესები და ჩვენ, თქვენი მბრძანებლების - ხელისუფლად ყოფილთაგან განსხვავებით მას ვიცავთ. თქვენი პასკვილები ყოველთვის ნამდვილად ჯდებოდა თქვენს პოლიტგემოვნებაში და იდეალებში, მაგრამ დღევანდელი კი პროფესიონალურადაც კი იყო გასაოცრად უბადრუკი და უღიმღამო. მოწინააღგმდეგესაც სცემენ პატივს, ამის უთვალავი მაგალითი არსებობს, მაგრამ თქვენ რა დაგიფასოთ დღეს და რისთვის დაგაფასოთ ერთი მიზეზიც ვერ მიპოვია. გადაბორეტებული, ჩაბოღმილი, საკუთარ შხამში მოტივტივე ავაზაკთა პატარა წრის ნების აღმსრულებლები ხართ და ლამისაა გადააყოლეთ მთელი ქვეყანა თქვენს მრავალ ათობით-ათასიან ხელფასებს. რაც გინდათ ის იქადაგეთ. რაც გინდათ ის გიკეთებიათ. ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე მანამდე არ გახდებით, სანამ წითელ ხაზებს არ მიუახლოვდებით, თუმცა ასეთი საბედისწერო შეცდომისკენ სულ ცოტა ხნის წინ გიბიძგებდათ თქვენი ბოსი... აი, საფრთხეებს კი გავუმკლავდებით და თუ რამეა, ყველამ უნდა იცოდეს - ქვეყანას ვერ გადაგაყოლებთ.
გიორგობა თენდება. ეს დღესასწაული ყველა გულანთებულ ქართველ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარს. გაგიკვირდებათ და თქვენც გილოცავთ. კვლავ მომხდარიყოს სასწაული და განათებულიყოს თქვენი გულები წმ.გიორგის მადლით, დაგევიწყებინოთ მტრობა, შური, ბოღმა, ავადმყოფური ჟინი ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მოგენანიებინოთ დანაშაულები ადამიანის ღირსების და ქვეყნის ინტერესების საწინააღგმდეგოდ ჩადენილები და პატიოსნად, წრფელი და სუფთა გულებით გემსახუროთ სიმართლისთვის, ადამიანისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - ნათქვამია პოსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42