"თავდაცვის მინისტრები აქტიურად ვართ ჩართული საადვოკატო პროცესში, რათა დადასტურდეს, რომ ნატოს კარი ღიაა"
პოლიტიკა - 12:34, 23 Nov, 2015     862

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰოლანდიის, ალბანეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები ჰალიფაქსის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯანინ ჰენის-პლასჩერტი, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევკსი და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩი კანადაში საერთაშორისო ფორუმს ესწრებიან.

შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. თავდაცვის მინისტრმა ჯენინ ჰენის-პლასჩერტი საქართველოში მოიწვია.

„ეს კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ ორმხრივ ფორმატებში ბევრი არაფორმალური შეხვედრა გვქონდეს. ვისაუბრეთ ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან, რომელსაც დეკემბერში ვეწვევით. შეხვედრისას ვიზიტის დეტალები დავაზუსტეთ. საუბარი გვქონდა ასევე ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან - ჰოლანდიისგან ჩვენ ვითხოვთ მეტ თანამონაწილეობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ჯანინი უკვე კონკრეტულად ჩაერთვება ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ისიც დავპატიჟეთ საქართველოში და რამდენიმე კონკრეტულ ფორმატზე დავიწყეთ საუბარი, რომლის ფარგლებში შეიძლება საქართველოში დიდი ღონისძიება გავმართოთ, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების გაგრძელებაზეც. შევხვდით მაკედონიის თავდაცვის მინისტრს, ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდება პირველ დეკემბერს, მინისტერიალის დროს, სწორედ, მონტენეგროს ნატოში მიწვევით. ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც ველოდებით ნატოსგან. თავდაცვის მინისტრები აქტიურად ვართ ჩართული საადვოკატო პროცესში, რათა ყველა სკეპტიკოსის საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატოს კარი ღიაა“ , - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42