თინა ხიდაშელი კანადელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 12:07, 23 Nov, 2015     1006

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრ 20 ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

თინათინ ხიდაშელმა ჰარჯიტ საჯანს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში (MTCP) საქართველოს მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება.

„კანადის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა არჩევნების შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ფაზაში, როდესაც ის ეცნობა პარტნიორებს, გვქონდა შესაძლებლობა პირისპირ გვესაუბრა. დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ. ვთხოვეთ საქართველოში ჩამობრძანება მომავალ წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. ვფიქრობ, პარტნიორების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა თბილისიდან ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებში კანადის მეტად გააქტიურებაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სკოლის შექმნის ფარგლებში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მომავალ წელს უნდა გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42