პარლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ. საკიტხს ხვალ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ირაკლი შოთაძეც დაესწრება.
მთავარი პროკურორობის კანდიდატს ფრაქციებშიც მოუსმენენ. განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი კანდიდატურას კენჭს უყრის.
"დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ჯერჯერობით მთავრობის მხდრიდან კანდიდატურის წარდგინება არ მომხდარა. ირაკლი შოთაძის პატიოსნებაში ერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი. მეტსაც გეტყვით, იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალები" იყვნენ და იგი პროკურატურაში მუშაობდა, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
უკვე ცნობილია, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გასულ კვირას შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






