საქართველოს საელჩო ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
პოლიტიკა - 22:18, 22 Nov, 2015     4059
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების რეკომენდაციები.

"როგორც მოგეხსნებათ, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე, ბელგიის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მე-3 დონის საფრთხე. ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების შემდეგი რეკომნდაციები: გთხოვთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს; შეზღუდოთ, მაქსიმალურად ქალაქში გადაადგილება, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს; იყავით ინფორმირებულნი სანდო მედია საშუალებების ინფორმაციით; თავი შეიკავოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან; თქვენს საცხოვრებელ კომუნაში დაწესებული კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, თქვენს კომუნაში ან კომუნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბელგიის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე.

ბელგიის კრიზისების ცენტრში გახსნილია ცხელი ხაზი 1771, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია მე-4 დონის საფრთხით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კრიზისების ცენტრის ვებ-გვერდს: http://centredecrise.be/…/suites-des-attentats-paris-recomm…

საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართეთ ბელგიის სამეფოში საქართველოს საკონსულო სამსახურს, შემდეგ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62", -ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42