აბაშიძის განცხადებით, კიდევ ერთი დათმობა, რომელზეც შესაძლოა კრემლი წამოვიდეს, არის ტვირთის გადაზიდვა–ტრანზიტის გამარტივება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პრემიერის წარმოადმგენლის ინფრმაციით, საუბარი ამ საკითხზეც შედგა, თუმცა მხოლოდ ზოგად კონტექსტში და მხარეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ.
,,ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც სასჯელ იხდიან რუსეთში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და ვფიქრობ, ახლო მომავალში რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს დავაბრუნებთ კიდევ. თუ მოხდება ახლო მომავალაში სავიზო რეჟიმის გამარტივება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაეხმარება იმაში, რომ თუ მათ სჭირდებათ რუსეთში გამგზავრება, ნაკლები პრობლემებით მოაგვაროს. ვისაუბრეთ სატრანზიტო, ავიაციის, საზღვაო გადაზიდვების, სახმელეთო მოძრაობის თემებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






